გიორგი ლაღიძე: „ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ, არ გაამართლა და ყველანაირი ლიმიტი ამოწურა“

გიორგი ლაღიძე: „ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ, არ გაამართლა და ყველანაირი ლიმიტი ამოწურა“

ქვეყანაში მომხდარ სამთავრობო ცვლილებებზე „ივერიონს“ პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ლაღიძე ესაუბრება:

 

ბოლო ორ წელიწადში უკვე თორმეტი მინისტრი შეიცვალა, ნიშნავს თუ არა ეს სამთავრობო კრიზისს?

 

- დიახ, დღეს საქართველოში მკვეთრად გამოხატული სამთავრობო კრიზისია. დღეს, ფაქტიურად, საქართველოს არ ყავს მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი მთავრობა. ისინი უბრალოდ ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადებამდე შეასრულებენ მოვალეობას. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებამ კრახი განიცადა და ეს პროცესები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ბუნებრივი გაგრძელებაა. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილს გარემო მოუსუფთავა და ისევ მისი პრემიერ-მინისტრად დასმა სურს, ამით საბედისწერო შეცდომას დაუშვებს. ღარიბაშვილმა და მისმა მთავრობამ, არ გაამართლა და ყველანაირი ლიმიტი ამოწურა. ღარიბაშვილის დარჩენით კი ქვეყანაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

-საუბარია ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე, რამდენად რეალურად გეჩვენებათ?

 

-მე ვფიქრობ, ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯი. მან კულუარებიდან კი არ უნდა მართოს ქვეყანა, არამედ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მთავრობის მუშაობაზე. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილის დაბრუნება ვითარებას რადიკალურად შეცვლის. ერთად-ერთი რეალური გამოსავალი მძიმე კრიზისული მდგომარეობიდან, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის სრული შემადგენლობის შეცვლაა. ხოლო, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანა დროებითმა მთავრობამ უნდა მართოს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: