"რესპუბლიკელების" "პარადი" ახალ მთავრობაში

"რესპუბლიკელების" "პარადი"  ახალ მთავრობაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად ელგუჯა ხოკრიშვილის ნაცვლად გიგლა აგულაშვილი წარადგინა. ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად - ტარიელ ხეჩიკაშვილი. ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრიც შეცვალა და ჯანელიძის ნაცვლად თინა ხიდაშელი წარადგინა.

 

"გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარვადგენ გიგლა აგულაშვილს. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს.თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ თინა ხიდაშელს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: