დავით უსუფაშვილი:პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება

დავით უსუფაშვილი:პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება. როგორც უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური უფლება აქვს და პატივი უნდა ვცეთ მას:

"დღეს იყო იმის ალბათობა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის მოგვესმინა, მაგრამ პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებამოსილება, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს არ არის ექსტრაორდინარული მოვლენა, ის არჩეულია, იმიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს მისი აზრია და პატივი ვცეთ კონსტიტუციას. მეტი ფიქრი არასოდეს არ არის ცუდი და მავნე. ქვეყანას ჰყავს მოქმედი მთავრობა და ის აგრძელებს მუშაობას. ხვალ პარლამენტის სხდომის ჩატარების აუცილებლობაც არ არის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: