ნინო ბურჯანაძე: „თამაში ჩვენს ქვეყანასთან ძალიან ძვირად დაგვიჯდება"

ნინო ბურჯანაძე: „თამაში ჩვენს ქვეყანასთან ძალიან ძვირად დაგვიჯდება"

დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანაშია აბსოლუტური ანეგდოტური სიტუაცია, - იცვლება მინისტრთა კაბინეტი და ეს ცვლილება არ ეხება იმ მთავარ ფიგურებს, რომლებმაც რეალურად ქვეყნის ეკონომიკა უნდა გააჯანსაღონ.

 

"რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ლარის კურსის ვარდნა, მძიმე ეკონომიკური სიტუაცია სხვაგან ხდება და არა ჩვენს ქვეყანაში. თავისთავად ანეგდოტური სიტუაციაა, როდესაც პრემიერმინისტრმა რამდენიმე საათით ადრე თავად არ იცის ვის დაასახელებს კანდიდატურებად. ფაქტია, რომ ჩვენ მოვისმინეთ არა პრემიერმინისტრის განცხადება, არამედ უბრალოდ გამხმოვანებლის. ცხადად ჩანს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და არა პრემიერმინისტრის მიერ. ფაქტია ისიც, რომ ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. ეს ქვეყანა აღარ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. მინისტრების კანდიდატურებს ნამდვილად ეტყობათ, რომ ქვეყანა იმართება გარედან და მთავრობა კომპლექტდება იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება სხვა სახელმწიფოს და არა საქართველოს.

 

ვწუხვარ, მაგრამ უნდა გავაფრთხილო საზოგადოება რომ ეს თამაში ჩვენს ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი აკეთებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან ძვირად დაგვიჯდება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: