გიორგი კვირიკაშვილი:მინდა ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება არ იყოს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ამიტომ მე მინდა ვთხოვო მედიასაშუალებს, მაქსიმალურად შეეცადონ, ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არის. მინდა, ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით. ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.