საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ორი ქალი მოსამართლის კანდიდატურა წარუდგინა. წარდგენილი მოსამართლეები არიან მზია თოდუა და ეკა გასიტაშვილი.
პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უზენაესი სასამართლოს ორი ქალი მოსამართლე წარუდგინა
გააზიარე სტატია








