"ხარვეზი კანონმდებლობაში და სამწუხარო შედეგი"-სახალხო დამცველი უგულავას საქმეზე

"ხარვეზი კანონმდებლობაში და სამწუხარო შედეგი"-სახალხო დამცველი უგულავას საქმეზე

"ხარვეზი კანონმდებლობაში და სამწუხარო შედეგი"- ასე ეხმაურება  სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გიგი უგულავასთვის მოსამართლის მიერ რიგით მეორედ 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას. 

 

სახალხო დამცველი თვლის, რომ საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაიწყოს მუშაობა და კანონში არსებული ხარვეზი დროულად უნდა გამოსწორდეს.

 

"არის ხარვეზი კანონდმებობაში რაც უნდა გამოსწორდეს. 9 თვიანი  წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ახალი ბრალდებით მოქალაქის პატიმრობაში ყოფნა არ უნდა ხანგძლივდებოდეს. ეს სამწუხარო და არასწორი პრაქტიკაა. ამაზე უნდა დაიწყოს მსჯეელობა პარლამენტში და აღნიშნული ჩანაწერის შეცვლა უნდა მოხდეს," - აცხადებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. 

 

ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე თბილისის ყოფილი მერის შუამდგომლობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა საპყრობილეს გიგი უგულავა. 

 

დაცვის მხარე თვლის, რომ თბილისის ყოფილი მერი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები კი პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგგულავა პატიმრობაში უნდა დარჩეს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: