რა კომპრომატები გროვდება ელისო კილაძის წინააღმდეგ?

რა კომპრომატები გროვდება ელისო კილაძის წინააღმდეგ?

გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორის შესახებ, "სუსი" კომპრომატებს ავრცელებს. ამის შესახებ ინფომრაციას, გაზეთის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს . როგორც "პირველ რადიოსთან" საუბრისას კილაძემ განაცხადა, მან მიიღო წერილი, სადაც უცნობი პიროვნება წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიმამრმა, სუსის მაღალჩინოსანს, ვინმე პაატა ბატიაშვილს მასზე კომპრომატების შეგროვება დაავალა. კილაძს ინფორმაციით, ბატიაშვილი წარსულში ახმეტის სუსის უფროსის გია ლორთქიფანიძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

"საქართველოს ფოსტით მივიღე დაზღვეული წერილი, წერილი გამოგზავნლია, თბილისი -ლაგოდეხის 191-ი. წერილი საკმაოდ მოცულობითია, მასში ჩამოთვლილია კონკრეტული ფაქტები. რაც შეეხება ნაწილს , რომელიც მე მეხება, სუსის მაღალჩინოსანი ვინმე პაატა ბატიაშვილი, ეს იყო ახმეტის სუსის უფროსის გია ლორთქიფანიძის მოადგილე აგროვებს ჩემზე კომპრომატებს. დღეს როგორც დავადგინე ის დღეს იკავებს შს სამინისტროს სუსის უფროსის მოადგილის თანამდებობას და ის ამ თანამდებობაზე პრემიერის სიმამრის გავლენით დააწინაურა წინა ხელმძღვანელმა. მეორე პირი, რომელიც ამ წერილში ფიგურირებს გახლავთ ვაჟა მაზმიშვილი, ის ასევე სუსის თანამშრომელია. წერილის ავტორი მე მაცნობებს, რომ პაატა ბატიაშვილი არის ის პირი, რომელიც ჩემზე კომპრომატებს აგროვებს. მე შეკითხვა მაქვს მირიან მჭედლიშვილთან, კარგი იქნება თუ გამარკვევს რა კომპრომატებს აგროვებს მისი მოადგილე ჩემზე. მე დღეს ვეძებდი დეკლარაციების ბიუროს გვერდზე მის დეკლარაციას, მაგრამ არ მოიძებნა. ასევე მაინტერესებს, როგორ აღმოჩნდა გია ლორთქიფანიძის მოადგილე მაღალ თანამდებობაზე. სხვა დანარჩენ მასალებს ალბათ შევაგროვებ, ოფიციალურადაც გადავუგზავნი წერილის ასლს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, იმიტომ, რომ მე მაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდე ვინ არის ეს პიროვნება , ვისი დავალებით და რატომ აგროვებს ჩემზე კომპრომატებს,"-განაცხადა ელისო კილაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: