ნოდარ ხადური-"შოკუნიები ხართ, გინდათ, რომ შოკი იყოთ“

ნოდარ ხადური-"შოკუნიები ხართ, გინდათ, რომ შოკი იყოთ“

"შოკუნიები თქვენ ხართ, გინდათ, რომ შოკი იყოთ, მაგრამ არ გამოგდით ეგ ამბავი და არც გამოგივათ"-ასე მიმართა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს, როდესაც ის ლარის კურსზე და ეკონომიკურ შოკზე საუბრობდა.   

 

მინისტრის არგუმენტებისა და რეპლიკის საპასუხოდ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ ხადურს მოუწოდა წაიკითხოს კონსტიტუცია და როგორც ფინანსთა მინისტრს დაუსვა შეკითხვა, თუ ვინ ახორციელებს  მონეტარულ პოლიტიკას. მან ასევე მოსთხოვა ხადურს დაეკონკრეტებინა კანონის თანახმად განსაზღვრული ეროვნული ბანკის ამოცანები.

 

"ფინანსთა მინისტრი ხართ და მითხარით რა წერია კანონში!"-აღნიშნა ჯაფარიძემ, რაზეც ხადურისგან პასუხად მიიღო, რომ  ეროვნული ბანკის მოვალეობაა საქართველოში მონეტარული პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება და მათ შორის იგულისხმება გაცვლითი კურსიც.

 

"ასეთი რამე იქ ნახსენები არ არის. წაიკითხეთ კანონი. გაცვლითი კურსი ნახსენები არ არის,"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ კამათის დასასრულს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: