გუბაზ სანიკიძე: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხალხის კუთვნილებაა!

გუბაზ სანიკიძე: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ხალხის კუთვნილებაა!

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა,  გუბაზ სანიკიძემ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე საუბრისას აღნიშნა, რომ "ის, რაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, არ არის ტვირთი, რომ ადგილი მოუნაცვლო, ის ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა."

სანიკიძის თქმით, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებული საკითხი ძალიან სენსიტიურია.

"ეს ჩემთვის ცოტა სიურპრიზი იყო, რადგან ჩვენ გვქონდა საუბარი რამდენიმე ვარიანტზე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არ ეკუთვნის ერთ რომელიმე მინისტრს, არც პარლამენტს, არც მთავრობას, ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. იქ მუშაობს ძალიან დამსახურებული ხალხი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იცავენ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს. მათ აქვთ საკმაოდ დაბალი ხელფასი და ძალიან დიდი ფასის ექსპონატებთან აქვთ ურთიერთობა. ისინი არიან ჩვენი ეროვნული გმირები. ძალიან დიდი კოლექტივია, რომელიც არის ჩვენი ერის საუკეთესო ნაწილი", - მიმართა სანიკიძემ პრემიერსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: