ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლარის სტაბილიზაცია უახლოეს ერთ-ორ კვირაში დაიწყება:
"პრივატიზაციის ნაწილში გვაქვს შედგენილი ნუსხა იმ ობიექტების, რომლებიც უნდა გაიყიდოს უახლოესი თვეების განმავლობაში. რამდენიმე ობიექტის გაყიდვა უკვე მოხდა.
ველოდებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - გარდაბნის თბოელექტოსადგურის გაყიდვას, რაც დამატებით, დაახლოებით, 300 მილონ დოლარს შემოიტანს ქევეყანაში.
აპრილის წინასწარი მონაცემებით, იმპორტში გაქვს კლება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ლარის სტაბილიზაცია დაიწყება უახლოეს ერთ-ორ კვირაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენი განცხადებები და ის დემაგოგია, რომელსაც ისმენს მოსახელობა ყოველდღიურად და იმ აჟიოტაჟს, რასაც თქვენ ქმნით ხელოვნურად ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სიტუაციის დარეგულირებას ხელს არ უწყობს და, რა თქმა უნდა, ეს ქმნის აჟიოტაჟის ფონს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.