თენგიზ ფხალაძე: სწორედ ამ ერთიანობით მოვახერხებთ სერიოზული მიზნების მიღწევას

თენგიზ ფხალაძე: სწორედ ამ ერთიანობით მოვახერხებთ სერიოზული მიზნების მიღწევას

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ხელმძღვანელობისადმი ერთობლივი წერილის გაგზავნამდე ერთი მიზეზის გამო მივდნენ - ყველა ემსახურება საქართველოს.


"ეს არის მართლაც უაღრესად მისასალმებელი პრეცედენტი, როდესაც ასეთი ერთიანობა ფიქსირდება. ეს არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოვახერხებთ ძალიან სერიოზული მიზნების მიღწევას. ეს არ უკავშირდება მხოლოდ რიგის სამიტს. რაც უფრო მეტგან იქნება დაფიქსირებული ერთიანი ძალისხმევა, მით უფრო უკეთესი იქნება. უფრო მეტად გამიხარდება, თუ ასეთი ერთიანობას დააფიქსირებს საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა იმ ძირითადი გამოწვევების წინაშე, რომელიც დღევანდელ დღეს აქვს ქვეყანას. ასე რომ, რამ მიიყვანა ხელმომწერი პირები აქამდე – მიიყვანა იმან, რომ ყველა ემსახურება საქართველოს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: