თენგიზ ფხალაძე:რიგის სამიტის დეკლარაციაში ცვლილებების შესატანად დრო ჯერ კიდევ არის

თენგიზ ფხალაძე:რიგის სამიტის დეკლარაციაში ცვლილებების შესატანად დრო ჯერ კიდევ არის

საერთაშორისო ასპარეზზე ძალისხმევა სწორედ იმიტომ იზრდება, რომ ის, რაც არ მოგვწონს რიგის სამიტის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში, შეიცვალოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.


"ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ვერსია გავრცელდა და ზოგიერთი ვერსია რეალურად განსხვავდება. ჩვენ დღევანდელ დღეს ვსაუბრობთ, რომ არსებობს რაღაც ტიპის Dრაფტ-ი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გაიზარდა აქტივობა და იზრდება ძალისხმევა, იზრდება სწორედ იმიტომ რომ ის, რაც არ მოგვწონს ამ draft-ში, შეიცვალოს და მიუახლოვდეს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ასე, რომ ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, რიგის სამიტამდე დრო არის. რიგის სამიტის სასურველი შედეგი ჩვენთვის უნდა იყოს ის, რომ საქართველოს პროგრესი შეფასდეს, დაფასდეს და საქართველომ მიიღოს ის იმპულსი, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას. რა სიტყვებით იქნება ეს ნათქვამი და ჩაწერილი დეკლარაციაში, ამაზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება დაახლოებული იმასთან, რასაც რეალურად იმსახურებს საქართველო", - განაცხადა ფხალაძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: