პრეზიდენტმა 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ფაშიზმზე გამარჯვებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა მოძრაობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის 12 ვეტერანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა 

 

ღირსების ორდენი ასევე გადაეცა პროფესორ მაყვალა ნათმელაძეს საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე მრავალრიცხოვანი ნაშრომისა და ნაყოფიერი სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანებს პირადად გადასცა. სახელმწიფოს მეთაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და იმ დამსახურებაზე ისაუბრა, რომელიც თითოეულ მათგანს ქვეყნის წინაშე მიუძღვის.

 

"მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის დღე, როდესაც კაცობრიობამ ნაბიჯი წინ გადადგმა;  დღე, როდესაც 70 წლის წინ ჩვენმა გმირმა წინაპრებმა სამუდამოდ დაამარცხეს ფაშიზმი. პირველ რიგში ამ დღეს ვულოცავ და ქედს ვიხრი ჩვენი ვეტერანების წინაშე. ეს ადამიანები იბრძოდნენ საკუთარი სამშობლოსა და მთელი კაცობრიობის დასაცავად. დღეს ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც შესაძლებლობა მისცა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეარსება როგორც ცივილიზებულ კაცობრიობას", - განაცხადა მარგველაშვილმა.

 

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ვეტერანებს საზეიმო სადილით გაუმასპინძლდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: