ირაკლი სესიაშვილი: სულ არ მაინტერესებს წარსული, მე ვიყურები მომავლისკენ!
"წინასაარჩევნო დაპირებების უდიდესი ნაწილი შესრულებულია", - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გააკეთა.
"ნაციონალებს სიტყვა პასუხისმგებლობა საკუთარ ლექსიკონში საერთოდ არა აქვთ. არ ჰქონდათ მმართველობის დროს და არა აქვთ არც დღეს, მაგრამ მე სულ არ მაინტერესებს წარსული, მე ვიყურები მომავლისკენ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.