დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ოპონენტებს ჩასაფრებულის პოზიცია აქვთ

დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ოპონენტებს ჩასაფრებულის პოზიცია აქვთ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით,C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით ოპონენტებს ჩასაფრებულის პოზიცია აქვთ, რითაც პროგრამის დაკნინებას ცდილობენ.

"C ჰეპატიტის პროგრამა მართლაც მასშტაბური პროექტია და თავიდან არათუ ფართო საზოგადოებას, არამედ ამ დარგის სპეციალისტებს და მათ შორის მეც მიჭირდა წარმოდგენა იმ შესაძლებლობების, რასაც ეს პროექტი გვაძლევს.
 
რაც შეეხება კრიტიკას ამ პროექტთან მიმართებაში,  რეალური საფუძველი ამ კრიტიკის ჯერ ვერ წარმოადგინეს. არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაეცნონ პროგრამას დეტალურად და ვაცნობთ კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, არის ერთგვარი ჩასაფრებული პოზიცია, ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაკნინების მცდელობები, რომელსაც მე ალბათ იგნორს გავუკეთებ, იმიტომ რომ ამის დრო არ მაქვს". - განაცხადა სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: