დავით კერესელიძე: ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებებში ბევრი უზუსტობაა

დავით კერესელიძე: ხშირად საოკუპაციო რეჟიმის მედიასაშუალებებში ბევრი უზუსტობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთში გერმანული კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, უარყოფს. აღნიშნულზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ ისაუბრა.

"ყოველ შემთხვევაში, ვრცელდება ის, რაც მათ უნდათ, რომ გავრცელდეს და ხალხმა დაიჯეროს. იყო ასეთი ინფორმაცია, თითქოს გერმანელი ბიზნესმენები იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შეხვდნენ ხელმძღვანელებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ, არიან ეროვნებით გერმანელები და ერთ-ერთს კომპანია აქვს დაფუძნებული სანკტ-პეტერბურგში, ჰყავს ორი რუსი პარტნიორი. ეს არ არის გერმანული კომპანია", - განაცხადა დავით კერესელიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: