პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ.
ხოლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ
გააზიარე სტატია








