დაპირისპირების დასკვნითი ფაზა მერიაში-ნარმანიას საქმიანობით შესაძლოა სამართალდამცველები დაინტერესდნენ

დაპირისპირების დასკვნითი ფაზა მერიაში-ნარმანიას საქმიანობით შესაძლოა სამართალდამცველები დაინტერესდნენ

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია უუნარო მერია. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით რომ ნარმანია გადაწყვეტილებას ვერ იღებს ვერც ვერავის ხსნის და ვერც შენიშვნას აძლევს და გამოდის რომ არც პრობლემების მოგვარებით არის დაინტერესებული. ელისაშვილი ამბობს, რომ თბილისის მერიაში გადაწყვეტილების მიღება არავის არ უნდა და მეტიც, მერიაში ყველა თავკაცი დაშინებულია, რომ ვინმემ ივანიშვილს ცუდად "ენა არ მიუტანოს".

 

დეპუტატის თქმით, დავით ნარმანიას ვიცე-მერად ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი - ქუმსიშვილი ჩაუსვეს -"ეს კაცი ნარმანიასა და მის გუნდს აკონტროლებს და ახლა უფრო ეშინიათ რამის გაკეთების. ქუმსიშვილი, თუ ვინმეს რამე შეეშალა მერიაში- არავის არაფერს აპატიებს"- აცხადებს ალეკო ელისაშვილი და მისივე თქმით ქუმსიშვილის დანიშვნა იგივე შემთხვევაა, როცა ჯავახიშვილი მოადგილედ შავლიაშვილს დაუნიშნეს- ერთი სხვაობით, რომ ქუმსიშვილი ნარმანიას ვერ გადააყენებს, თუმცა მოერევა მის მთავრობას, თუ ამაზე ივანიშვილის ნება იქნება.

 

"მერიის კულუარებიდან ვიცი, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის მერიაში მისვლით ჩვენ შიდა დაპირისპირებას უნდა ველოდოთ, იქ უკვე გარკვეულწილად დაძაბულია ვითარება. რამდენად გარეთ გამოვა ეს ფაქტები არ ვიცით, მაგრამ კულუარებში დიდი ამბავი იქნება. ქუმსიშვილი დავით ნარმანიას გუნდს ალბათ ძალიან შეავიწროვებს…მერიაში დიდი დაპირისპირება დაიწყო და არაფერს გამოვრიცხავ. ქუმსიშვილი უკან დამხევი არ ჩანს და არც კორუფციის ფაქტების გასაჯაროებასა თუ მათი სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის გადაცემას მოერიდება"- აცხადებს ელისაშვილი "ალიასთან" ინტერვიუში.

„პირველირადიო“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: