ვის სჯერა, რომ ბიძინა გოიმი, ბნელი და სულელია?
კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი და განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე "ნაციონალების" პიარტექნოლოგების "სიბრძნეს" შიფრავს.
"როგორც ვატყობ, პიარის და პროპაგანდის გენიოსებს "ნაცმოძრაობიდან" მთელი პიარი და პროპაგანდა აწყობილი აქვთ სამ ძირითად თეზისზე", - წერს ზურაბიშვილი და იქვე ამ თეზისებსაც გვთავაზობს:
ა) რა გოიმი, ბნელი და სულელია ბიძინა;
ბ) რა გოიმებით, ბნელებით და სულელებითაა სავსე მისი გუნდი;
გ) რა გოიმი, ბნელი და სულელია ის ხალხი, ვინც ამათ (იხ პუნქტი 1-2) დაუჭირა მხარი არჩევნებში.
"ამოცანა გვეკითხება: როცა გინდა ხალხმა მხარი დაგიჭიროს და ამ მიზნით, პრაქტიკულად, მთელ საქართველოს აყვედრებ გოიმი, ბნელი და სულელი ხარო, როდის დაგიჭერს ეს ხალხი მხარს? თუ ჰალალად დაიჯერეს, რომ მართლა 40 პროცენტია მათი მხარდამჭერი?" - აღნიშნავს ზურაბიშვილი.