ნოდარ ხადური თანამდებობას ტოვებს?
,,პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ იბიარდის საერთაშორისო კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდება და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თანამდებობას დატოვებს. უმრავლესობის წევრები პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება ხადურის წასვლასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ "ერთ-ორი მინისტრის შეცვლა" მთავრობაში კიდევ არის მოსალოდნელი. ,,პირველი რადიოს" ინფორმაციით, ხადურის შეცვლასთან დაკავშირებით საუბარი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იყო.