მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით აქციები იწყება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური NDI კვლევის შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაეცა.
„მატყობინებენ, რომ NDI კვლევის მიხედვით კატასტროფულად დაეცა ქართული ოცნების რეიტინგი.
შარშანდელი 42 % დან 24 % დე.
ამავდროულად, პირველად არჩევნებში მარცხის შემდეგ ჩვენ მოვიმატეთ ერთბაშად 5 % და ახლა გვაქვს 16.
ერთი ძალის მოკრება გვინდა გამარჯვებამდე.
ძალა ერთობაშია.
ახლა მოსამზადებელი და დასაწყებია დიდი აქციები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით“-წერს წიკლაური.