ბუბა კუდავა:სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება აკადემიკოსებზე ზეწოლას წარმოადგენს
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა კუდავა განათლების სამინისტროს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
თავად სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს აკადემიკოსებზე ზეწოლას.ამის შესახებ კუდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"როგორც მოთხოვნილი იყო, ჩემს საკონკურსო განაცხადს თან ერთვოდა რეკომენდაციები. რეკომენდაციათა ნაწილს იძლევა მეცნიერებათა აკადემიის რამდენიმე განყოფილება და რამდენიმე აკადემიკოსი. არ მესმის, ეს როგორ შეიძლება ზეწოლად ჩაითვალოს. თურმე მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებს არა აქვთ აზრის გამოთქმის საშუალება. აბა რისთვის ტარდება კონკურსი? რისთვის არის მოთხოვნილი რეკომენდაციები. ვთვლით, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უშუალოდ ახორციელებს ზეწოლას საკონკურსო კომისიაზე, საკონკურსო პროცესზე, როცა წინასწარ აანონსებს არარსებული აუდიტის დასკვნის შესახებ, როდესაც წინასწარ აცხადებს, რომ საქმემ შეიძლება სხვა ორგანოებში გადაინაცვლოს და წინასწარ საუბრობს იმ დარღვევებზე, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის და რაზეც გვაქვს პასუხი. ზეწოლა სწორედ ეს არის რეალურ კანდიდატზე ამ საკონკურსო პროცესში", - აცხადებს კუდავა.