რატომ ათავისუფლებენ ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან?

რატომ ათავისუფლებენ ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან?

უკრაინის უმაღლეს რადაში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს. აღნიშნული დოკუმენტი ნომრით №2864 უკრაინის პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან სახალხო დეპუტატები ანდრეი დერკაჩი, ანდრეი შიპკო, მიხეილ პაპიევი და იგორ ერემეევი.

ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის 2 დეკემბერს მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: