ირაკლი ალასანია: ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან

ირაკლი ალასანია: ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩებიან

ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ  post-ISAF ის პერიოდშიც დაეხმარებიან.

 

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონთან შეხვდისას განაცხადა. 

 

მხარეებმა ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშორმლობის საკითხებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე და ავღანეთში ISAF ის საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის სანდო პარტნიორად და მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოებაში. როგორც საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ post-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანაა. 

 

ასევე, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2013 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილ ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სტარტეგიულ პარტნიორობაზე. აშშ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს განვითარებასა და ნატოსთან თავსებადობის მიღწევაში ეხმარება. სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, თავდაცვით საბრძოლო საინჟინრო სფეროში წვრთნასა და განათლებას, დამხმარე ვერტმფრენების პარკის მოდერნიზებაში მხარდაჭერას ითვალისწინებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: