დათო ფერაძე: დაიმახსოვრეთ, პედაგოგიც ადამიანია და თუ არ მიხედავთ, განათლების სისტემა საერთოდ ჩამოიშლება!

დათო ფერაძე: დაიმახსოვრეთ, პედაგოგიც ადამიანია და თუ არ მიხედავთ, განათლების სისტემა საერთოდ ჩამოიშლება!

პროდუქტებზე (და არა მარტო მათზე) ფასების ზრდა შეუქცევად ხასიათს იძენს. ინფლაციას და ფასების კატასტროფულად მატებას თავისი უარყოფითი შედეგი აქვს ყველა სოციუმზე, მათ შორის, დაბალხელფასიან პედაგოგზეც. უკანასკნელი სახელფასო მატების დროს მასწავლებლის საბაზო ხელფასი 184 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენდა, ახლა კი ის 129  აშშ დოლარამდე დაეცა. ეს ნიშნავს, რომ პედაგოგის ხელფასი სამი წლის განმავლობაში  55 აშშ დოლარით შემცირდა. პედაგოგთა  „განვითარების სქემისეული“ მატების საუკეთესო შემთხვევაშიც კი, რაც ან ვერ განხორციელდება, ან უმნიშვნელოდ მცირე კონტიგენტს შეეხება, ზრდა მხოლოდ 54 აშშ დოლარითაა შესაძლებელი. ანუ, პედაგოგთა უმცირესი ნაწილის ხელფასი 2012 წლის იანვრის მდგომარეობას დაუახლოვდება, უმრავლესობის ხელფასი კი შემცირებას გააგრძელებს.

მარტო ეროვნული ვალუტის ინფლაციასთან რომ გვქონდეს საქმე, კიდევ არა უშავდა. ამ ნეგატივს, როგორც წესი, თან სდევს მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითებაც. ამ ფონზე ძალიან არადამაჯერებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საარსებო მინიმუმის ოფიციალური ღირებულება, რომელიც უკანასკნელ წლებში სულ მცირედ თუ კორექტირდა.

ამ სამსახურის მონაცემებით მიმდინარე 2015  წელს შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმის ღირებულება  მხოლოდ 161, 9 ლარია. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა მასწავლებლის მაგალითზე. თუმცა, ე.წ. სამომხმარებლო კალათის შემადგენლობის განსაზღვრისთვის ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდენით და ცოტა შევზღუდეთ კიდეც საკვები პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ  ამ ეტაპზე მასწავლებელისთვის, ისე, როგორც ყველა შრომისუნარიანი ადამიანისთვის, აუცილებელი მინიმალური საარსებო საშუალება სინამდვილეში შეადგენს თვეში 684 ლარს,  კვირაში – 171 ლარს, ხოლო ყოველდღიურად ეს თანხა საშუალოდ 24 ლარია.

იმის მიუხედავად, რომ ქვემოჩამოთვლილ მონაცემებში მაქსიმალურად ვეცადეთ პროდუქტებისა და თანხის „ეკონომიური“ ხარჯვა მოგვეხდინა, გაირკვა, რომ რეალობა (ანუ 684 ლარი) მკვეთრად განსხვავდება ოფიციალური მონაცემებისგან (ანუ 161 ლარისგან). საკითხავია, როგორ უნდა  შეძლოს მასწავლებელმა საბაზო თვიური ხელფასის – 305 ლარის გადანაწილება არსებობისთვის აუცილებლად საჭირო პროდუქტებზე, მაშინ, როდესაც მისი ყოველდღიური ანაზღაურება 10,11 ლარია?!   სამაგიეროდ, მინისტრზე ყოველდღიურად იმდენი იხარჯება, რასაც მასწავლებელი ორ თვეშიც ვერ იღებს.

ცხრილის ჩამონათვალში, არ შედის ტანსაცმელი, სამედიცინო გამოკვლევის ხარჯები და ა.შ. (ფასები მოცემულია  ეროვნულ ვალუტაში):

 

დასახელება

თვეში

კვირაში

დღეში

პური

30

7.5

1.071429

მჭადი

6

1.5

0.214286

ლობიო

16

4

0.571429

ბრინჯი

4

1

0.142857

ბურღული

4

1

0.142857

მაკარონი

4

1

0.142857

ძროხისხორცი

50

12.5

1.785714

ორისხორცი

50

12.5

1.785714

ფრინველისხორცი

42

10.5

1.5

თევზი

40

10

1.428571

ძეხვეული

40

10

1.428571

რძე

8

2

0.285714

მაწონი

6

1.5

0.214286

ხაჭო

6

1.5

0.214286

ყველი

40

10

1.428571

კვერცხი

12

3

0.428571

კარაქი

8

2

0.285714

ზეთი

10

2.5

0.357143

ხილი

60

15

2.142857

პომიდორი

16

4

0.571429

კიტრი

16

4

0.571429

კომბოსტო

5

1.25

0.178571

ჭარხალი

5

1.25

0.178571

სტაფილო

5

1.25

0.178571

კარტოფილი

20

5

0.714286

შაქარი

12

3

0.428571

ღვინო

12

3

0.428571

სარეცხისაშუალებები

20

5

0.714286

ჰიგიენა

10

2.5

0.357143

ჩაი

5

1.25

0.178571

მარილი

2

0.5

0.071429

კომუნალურიდასხვა

70

17.5

2.5

ტრანსპორტი

50

12.5

1.785714

ჯამი:

684

171

24.42857

 

ხელისუფლება გამოსავალს ისევ არ ან ვერ გვთავაზობს. სანიკიძის უწყება კი პროფესიული სქემის ამოქმედებასა და მასწავლებლის სოციალური მდგომარეობის გამოსწორებას ერთმანეთთან აიგივებს, რაც, როგორც დავინახეთ. სრული აბსურდია.

არადა, მასწავლებლის საბაზო ხელფასი სასწრაფოდ უნდა გაიზარდოს, ან სამთავრობო ხარჯების შემცირების, ან, თუნდაც ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გზით. გასაგებია, რომ დღეს იმდენიც აღარ შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტს, რაც, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც პსც საბაზო ხელფასის 1000 ლარამდე ზრდას ითხოვდა. ამიტომ, ახლა ერთ–ერთ გამოსავალს წარმოადგენს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ლიბერალიზაციის სისტემის შემოღება, მაგალითად, თუ მოსწავლეებს და განსაკუთრებით მაღალკლასელებს სურთ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება, ეს უნდა გახდეს ანაზღაურებადი. მოსწავლეს უნდა მიეცეს დამატებითი ფასიანი მომსახურების ყიდვის უფლება. გარკვეულწილად, ეს იქნება ე.წ. რეპეტიტორობის ინსტიტუტის ლეგალიზაცია. არსებობს სხვა მექანიზმებიც... მაგრამ, როგორც ვთქვი, ხელისუფლება გამოსავალზე არც კი ფიქრობს. ამიტომ, პროცესი „დაბლიდან“ უნდა დაიწყოს!

დამატებითი მტკიცება არ უნდა,  განათლება  უკვე კრახს განიცდის. თუ პედაგოგები არ გამოცოცხლდებიან, თუ საპროტესტო აქტივობებს არ დაიწყებენ, გამოსავალი არ იქნება - სისტემა ელვის უსწრაფესად ჩამოიშლება!

დათო ფერაძე
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: