წყნეთის აგარაკები არაბებს მიჰყიდეს?
ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი საკუთარ „ფეისბუქზე“ შემდეგ პოსტს წერს:
„წყნეთის აგარაკები არაბებს მიჰყიდესო, - ეს წუთია ამ სიახლის შესახებ შევიტყვე. მითხრეს ისიც რომ ხვალ, 20 მაისს წყნეთში არაბები ავლენ. ამ სიახლის შესახებ შემატყობინა ჩემმა ძალიან, ძალიან ახლობელმა, სანდო ადამიანმა, რომელიც წყნეთში მუშაობს. ამიტომ მივეცი თავს უფლება ეს ინფორმაცია გამომექვეყნებინა. ხვალ მეც ვეცდები ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის მოპოვებას და თუ ამ ახალ ამბავს ჩემს გვერდზე ჩემი კოლეგები წაიკითხავენ, რომ გათენდება, დარწმუნებული ვარ, ისინიც იგივეს გააკეთებენ“-წერს მიქიაშვილი.