ალეკო ელისაშვილი:"პანორამა თბილისის" იდეას არ ვეწინააღმდეგები!
გადაცემა "არჩევანის" ეთერში საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "პანორამა თბილისის" შესახებ საუბრობს.
"პანორამა თბილისის" იდეას არ ვეწინააღმდეგები, პირიქით ვთხოვ და შევეხვეწებოდი ბიძინა ივანიშვილს არ გადაიფიქროს ამ მოცულობის თანხის დახარჯვა თბილისში, მაგრამ სწორ ადგილას უნდა დაიხარჯოს ეს ამბავი"-განაცხადა ელისაშვილმა.