მეცნიერებმა არასტანდარტული აზროვნების გამააქტიურებელი პროდუქტები დაასახელეს

მეცნიერებმა არასტანდარტული აზროვნების გამააქტიურებელი პროდუქტები დაასახელეს

საღად აზროვნებისთვის მენიუში ოთხი კატეგორიის კვების პროდუქტების ხშირად ჩართვა ყოფილა საჭირო - აცხადებენ მკვლევარები და დასძენენ, რომ რაციონის ამგვარად შეცვლა აზროვნებას კრეატიულობასა და არასტანდარტულობას მატებს.

მეცნიერების აზრით, პრობლემების მოგვარების გენიალური გზების პოვნაში ზღვის თევზი, რძის პროდუქტები, პარკოსნები და ტომატი დაგვეხმარება.

თითოეული მათგანი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ნეირონების მუშაობას ააქტიურებს, მეხსიერებას აუმჯობესებს, თავის ტვინს კი მომატებულ დატვირთვასთან იოლად გამკლავებაში ეხმარება.


ასე რომ, ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აზროვნების პროცესის ხალასად წარმართვა, მეცნიერები ურჩევენ, არ დაივიწყონ სადილად პომიდვრისა და მწვანე ლობიოს, ვახშმად კი - ღუმელში გამომცხვარი თევზის მირთმევა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: