მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს ქვეყანაში სადაც ხალხი მშიერია, იმ ქვეყანას არავინ არსად არ მიიღებს“

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენს ქვეყანაში სადაც ხალხი მშიერია, იმ ქვეყანას არავინ არსად არ მიიღებს“

მიხეილ სააკაშვილმა რიგაში ჟურნალისტებთან დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე ისაუბრა და კომენტარი გააკეთა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის" საბოლოო დეკლარაციის სავარაუდო ტექსტზეც.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ არ გააკეთა საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში უვიზო მიმოსვლა ჰქონოდათ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესებში მხოლოდ ოპოზიციის ძალისხმევა საკმარისი არ არის.

 

"ჩვენ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებამდე მივაგორეთ როგორც ურემი, მაგრამ იმის იქით ვეღარ მიგორავს. კიდევ უნდა მიაწვეს ვიღაც. ეს მთავრობა იმის მაგივრად, რომ იქით მიაწვეს, ჩამჯდარია შიგნით და ერთ ადგილს ტკეპნის ევროინტეგრაციას. ჩვენ ქვეყანაში, სადაც ხალხი მშიერია, იმ ქვეყანას არავინ არსად არ მიიღებს, ყველას ეშინია რომ ყველა გაცვივდება უცხოეთში. ყველამ უკვე იცის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ციხეში სხედან მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერები არიან, უნდა გაუშვა, სხვანაირად არაფერი კარგი არ გამოვა," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: