რატომ იხრჩობენ თავს საქართველოში?!
- ჯანო!
დუმილი...
- ჯანო...
- ისევ დუმილი...
- რა არის, უკვე პასუხის ღირსადაც აღარ მთვლი?
- რა გინდა, რააა, მამაა?!!!
- რა და... რა გაყვირებს, ამ დილა ადრიან?!...
-არაფერი!
- ცოლი როდის მოგყავს?
- ხვალ „დილის 11 საათზე“!
- მე, არ ვარ ხუმრობის ხასიათზე!
-არც მე!
- როდის მოგყავს?!
- დაიწყო!
- რა დავიწყე? ცოლი არ უნდა მოიყვანო? 29 წლის გახდი!
პაუზა...
- რა არის, ვაჟა, პასუხის ღირსადაც აღარ მთვლი?
- რა გინდა მამა? დამაცადე , ჩაის ვსვავ!
- „საუნაში“ რომ არ დარბოდე ხშირ ხშირად, ვიფიქრებდი „ცისფერი“ ხარ!...
- ჰო „ცისფერი“ ვარ! ...მოვრჩით?
- შვილო, მამა ვარ! აი შენ რომ მამა გახდები!... მერე გაიგებ რა არის მამის გულის ტკივილი!
- ამ ქვეყანაში ვერ გავხდები მამა!
- რატომ?
- იმიტომ!
-....რისთვის დაამთავრე ორი უმაღლესი, რისთვის დაამთავრე მაგისტრატურა? გეკითხები!
- იდიოტი ვარ, რომ დავამთავრე!
- რად უნდოდა მტვირთაობას ორი უმაღლესი?
ისევ პაუზა...
- მამა... თავს იიდეებილეებ?!!!
- რააა?!!!
- მოიყვანა ცოლი დათომ?! აგე, ზურამ, ჯონიმ, რეზომ, მოიყვანეს ცოლები... სიყვარულით მოიყვანა ყველამ... ორ-ორი ბავშვი ყავთ...
- ჰოდა... ცუდია მერე? - ცუდია! ...ნანობენ ეხლა, ძალიან ნანობენ!
- რატომ?! რატომ, კაცო?!
- იმიტომ, რომ ნახევრად მშივრები ყავთ ცოლშვილი! იმიტომ, რომ ძონძების მაღაზიაშიც ვერაფერი უყიდიათ! იმიტომ, რომ დათო,ზურა და რეზო პენსიონერ მშობლებს შეყურებენ ხელებში... დათომ...
- რა დათომ? ...რააა დათომ?!!! (სამარისებურ სიჩუმეს კედლის საათის უშფოთველი წიკ წიკი არღვევდა...)
- დათომ წუხელ თავი ჩამოოო იიი ხხხ რჩოოოო!!! (კედლის საათის რახა რუხმა იქაურობა გააყრუა...)
- წავედი, ბიჭებს უნდა შევხვდე... ფულს ვუგროვებთ ოჯახს...
- აჰა... 30 ლარი... მეტი არ მაქვს... შვილო...
- გმადლობ... წავედი... გვიან მოვალ...
- კარგი...
- როცა ჯანომ კარი გაიხურა კაცი ლოგინზე დაემხო და ხმამაღლა აქვითინდა...
თამაზ ჭეიშვილი