თავისუფალი დემოკრატები რეგიონებში მათ წინააღმდეგ მიმართულ საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენ
თავისუფალი დემოკრატები რეგიონებში მათ წინააღმდეგ მიმართულ საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენ. პარტიის ოფისში ლანჩხუთში ადგილობრივი გამგებლის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი გაახმაურეს. ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს ცვლილება პოლიტიკური ნიშნით ახალმა გუბერნატორმა განახორციელა.
ბრიფინგზე სხვა რეგიონებში თანამდებობებიდან გათავისუფლებულ თავისუფალ დემოკრატებზეც ისაუბრეს.