რა შეთანხმება შედგა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის?
საქართველოს პროკურატურა უმოქმედოდაა და მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად რეალურ ნაბიჯებს არ დგამს- ასე ეხმაურება კახა კუკავა ბოლო დროს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნაზე ქართული მხარის ქმედებებს. კუკავა "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რომ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის გარიგება შედგა და საქართველოს ხელისუფლებას არ აწყობს ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ყოფნა, ვინაიდნ ასეთ შემთხვევაში პროკურატურას ბრალდებების დამტკიცება მოუწევს. ძებნაში ყოფნა კი არაფრის მტკიცებას არ მოითხოვს:
"აქ მე ვფიქრობ ის შემთხვევაა, როცა ყველა მხარე ბედნიერია, ბუნებრივია დასავლეთის პოზიციაა- მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არანაირი რეალური სისხლის სამართლის ზომები არ უნდა იქნეს გატარებული, მეორეს მხრივ, სააკაშვილი ამ პროცესს ძალიან ინტენსიურად ლობირებს, მესამე მხრივ, ჩემი მოსაზრებაა, რომ არც საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება სააკაშვილი საქართველოში, იმიტომ, რომ ეს იქნება ძალიან ხმაურიანი სასამართლო პროცესები და მათ მოუწევთ იმ ბრალდებების დამტკიცება ძალიან სკურპულოზურად, რომელიც წარდგენილი აქვს. ხოლო როცა ძებნა აქვს, ძებნა შეიძლება 100 წელი გაგრძელდეს და პროკურატურას არაფრის დამტკიცება არ უწევს არავის წინაშე. თუ გაიხსენებთ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენა რა პერიოდში მოხდა, ესეც ადასტურებს ჩემ ვერსიას, სააკაშვილი და ივანიშვილი შეთანხმდნენ და მას მისცეს "მწვანე დერეფანი" და ის გავიდა საქართველოდან ისე, რომ მისთვის პროკურატურას არანაირი დაბრკოლებები არ შეუქმნია, ხოლო მის წინააღმდეგ პირველად სისხლის სამართლის ბარლდებები წარდგენილი იქნა შარშანწინ, თუ არ ვცდები საპრეზიდენტო კამპანიის დროს, თუ რომელიღაცა საარჩევნო კამპანიის დროს, ხელისუფლების მხრიდან ეს არის მცდელობა არა იმისი, რომ სააკაშვილი რეალურად დააკავონ, ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება, არამედ ეს არს ხარკი საზოგადოებრივი აზრის მიმართ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მოითხოვს სააკაშვილის დაკავებას და რეალურად რა თქმა უნდა ჩვენი პროკურატურა აბსოლუტურად არანაირ რეალურ ქმდებებს სააკაშვილის დაკავების მიზნით, ნამდვილად არ ატარებს,"-განაცხადა კახა კუკავამ "პირველ რადიოსთან" საუბარში.
„პირველირადიო“