ქეთი დოლიძე: „ავირჩიეთ გოთური სტილი, რომელიც ძალიან მოძველებულია და პროვინციული აღმოჩნდა“
"ევროვიზია 2015"-ის შედეგებს რეჟისორი ქეთი დოლიძე აფასებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ როცა მომღერალი ნიჭიერია, გარშემო უნდა მიმოვიხედოთ. მისი მოსაზრებით, არასწორად იყო შერჩეული სიმღერა!
"მიუხედავად ჩემი სიმპათიისა:
1. არასწორად იყო შერჩეული სიმღერა!
არ შეიძლება ამდენი აგრესია და ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა.
2. ვის ვეჩხუბებოდით, ვერ გავიგე.
3. თითქმის ყველა ქვეყანა ხაზგასმით მღეროდა სიყვარულზე და მშვიდობაზე.
ჩვენ რატომღაც ავირჩიეთ გოთური სტილი, რასაც საქართველოსთან ა რ ა ნ ა ი რ ი კავშირი არა აქვს და მე მგონი ძალიან მოძველებულია და პროვინციული აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა ეს არ არის 'MთV" ან სან რემო, მაგრამ თუ ვმონაწილეობთ, გარშემო უნდა მიმოვიხედოთ, მითუმეტეს, როცა მომღერალი ნიჭიერია"! – წერს რეჟისორი.