იორდანიიდან დაავადებული ცხვარი შემოიყვანეს- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის მოსახლეობა გორი-უფლისციხის საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, "ირაკლი ოქრუაშვილი-ქართული პარტიის" წარმომადგენელმა, თეო ტლაშაძემ განუცხადა, მოსახლეობის უკმაყოფილება იორდანიიდან დაავადებული ცხვრის შემოყვანამ გამოიწვია.
დეპუტატის ინფორმაციიით, რამდენიმე კვირის წინ ექსპორტზე საქართველოდან იორდანიის მიმართულებით ათი ათასამდე სული ცხვარი გავიდა, თუმცა ცხვარი გაურკვეველი მიზეზების გამო იორდანიის სახელმწიფომ არ მიიღო, რის შემდეგაც საქონელი საქართველოში, კერძოდ უფლისხიცეში დააბრუნეს. ამასთან ტლაშაძის ცნობით იმპორტირებული ცხვარი ადგილობრივი არ ყოფილა, ანუ საექსპორტოდ უფლისციხიდან არ გაგზავნილა.
ტლაშაძის ინფორმაციით, მოსახლეობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე დღის წინ ათასამდე სული ცხვარი გარდაიცვალა. ხოლო ცოცხალ საქონელს გაურკვეველი დაავადების ნიშნები აღენიშნება.
"სოფელ უფლისხციხეში დაახლოებით ერთი კვირის წინ შეიყვანეს ათი ათასი სული ცხვარი, რომელიც იორდანიიდან მოაბრუნეს. საქონელი რეალიზაციისათვის გაყავდათ, თუმცა იორდანიის სახელმწიფომ უარ თქვა მიღებაზე. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ცხვარი, გემით ერთი თვის მგზავრობის შემდეგ, უფლისციხის საძოვრებზე შეიყვანეს. ცხვარი გაუერკვეველი დაავადებით არის დაავადებული. რამდენინმე დღის წინ აუღეს ანალიზები შესაბამისმა სამსახურებმა, თუმცა მოსახლეობამ პასუხი არ იცის. ხალხი პანიკაშია, რადგან ათასი ცხვარი გარდაიცვალა და ორმოში ჩამარხეს. დანარჩენ ცხარსაც სისხლი გასდის და ერთმანეთს კბენს. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან სწრაფ რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტულ გზას გადაკეტავს, რომელიც გორიდან უფლისცხეში შედის. საფრთხე არა მხოლოდ უფლისციხეს, არამედ მთელს რეგიონს ემუქრება, რადგანაც უკვე მაღალი ტემპერატურაა",-განაცხადა თეო ტლაშაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი დეპუტატის, თემურ აფხაზიშვილის თქმით კი, ანალიზის პასუხს ხვალისთვის ელოდებიან.
გორის მუნიციპალიტეტის დეპუტატის ინფორმაციიით, მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ცხვრის დახოცვა, შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ. აფხაზიშვილის თქმით, გასარკვევია საკითხიც, თუ რატომ მოხდა დაავადებული ცხვრის სოფელ უფლისციხეში შემოყვანა.
„ინტერპრესნიუსი“