ვანო მერაბიშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?

ვანო მერაბიშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო?

რატომ გამოეყო ნაციონალურ მოძრაობას 4 ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი? თავად პოლიტიკოსები განმარტებების გაკეთებას ხვალ გეგმავენ. თუმცა, მათი გადაწყევტილების შესახებ ვერსიები უკვე არსებობს.

 

საკუთარი ვერსიები აქვს ჟურნალისტ ელისო კილაძეს. მისი თქმით, საუბარია სქემაზე, რომლის სათავეშიც იყო პავლე კუბლაშვილი, ასევე კუბლაშვილი იყო პარტიის დატოვების ინიციატორი, რის სანაცვლოდაც მან ხელისუფლების მხრიდან საკმაოდ დიდი თანხა მიიღო. შუამავლად ჟურნალისტი ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის ასახელებს.

 

"ქეის ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან და ქეის ურთიერთობა პავლე კუბლაშვილთან ჩემთვის გახლავთ პოლიტიკური  პროსტიტუციის ძალიან მაღალი რანგი, კლასი, რადგან, არ შეიძლება მსგავსი ტიპის ადამიანები ყველა ხელისუფლებას ჭირდებოდეს. ჯოზეფ ქეის დახმარებით გაიხსნა ანგარიში, პავლე კუბლაშვილმა გახსნა ანგარიში ლიტვაში და მას ჯოზეფ ქეის დახმარებით, ანუ ის იყო გამტარი, ხელისუფლებამ ჩაურიცხა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა," - აცხადებს ელისო კილაძე "კურიერთან" საუბარში.  

 

ჟურნალისტი ასევე, სამომავლოდ ოთხეულისგან ფრაქციის შექმნაზე და ოქრიაშვილისა და ჩოჩელის ხელმძვანელობით პარტიის ჩამოყალიბებაზე საუბრობს. 

 

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვანო მერაბიშვილმა დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში წამოიწყო და უკვე ფრაქცია, რომელიც პარლამენტში შეიქმნება, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება სწორედ იმ პარტიაში, რომელსაც კახა ოქრიაშვილი ქმნის," - განმარტავს ელისო კილაძე.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: