პატიმართა მშობლები ქეთი ადამიას უჩივიან

პატიმართა მშობლები ქეთი ადამიას უჩივიან

პატიმართა მშობლები დედათა კომიტეტის თავმჯდომარის ქეთი ადამიას მონიტორინგის ჯგუფიდან გარიცხვას მოითხოვენ. 

 

ამის შესახებ მათ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

 

მათი თქმით, ქეთი ადამია შედის პატიმრებთან და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს მათზე.   

 

"მას შემდეგ, რაც დიმიტრი ლორთქიფანიძის სახალხო დამცველად დანიშვნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ, დედათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქეთი ადამიამ პროტესტი გამოთქვა. უფრო მეტიც, ის პატიმრებს დაემუქრა, რომ თუ ამ მოთხოვნას არ შევცვლიდით, ისინი უარეს დღეში ჩავარდებოდნენ", _ აცხადებს ერთ-ერთი მსჯავრდებულის დედა, ნათელა კბილაშვილი.

 

იგი ასევე საუბრობს იმაზე, რომ ადამია მშობლებს მათი შვილების რეალურ მდგომარეობას ხშირად უმალავდა, რის გამოც ისინი მოითხოვენ, რომ ქეთი ადამია მონიტორინგის ჯგუფში აღარ იყოს. 

 

პატიმართა მშობლები ასევე ამბობენ, რომ ადამია მათ ხშირად აყენებდა შეურაცხყოფას და რომ იგი წინა ხელისუფლების აგენტია. ისინი აცხადებენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ქუჩაში გამოვლენ.  

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: