თბილისში ტყე-პარკების გაჩეხვა გრძელდება
მოსახლეობის ცნობით, ამ წუთებში თემქის მესამე მიკრორაიონში მდებარე 159-ე სკოლის ტერიტორიაზე მრავალწლიანი წიფლნარი იჩეხება. მათი თქმით, ამ ადგილზე, სავარაუდოდ, მშენებლობა დაიწყება.
მოსახლეობის თხოვნით, მოსალოდნელი ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად, ადგილზე, 16 საათზე განცხადებას გააკეთებს "გრინფისის მხარდაჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი.
ლაშა ჩხარტიშვილმა "ივერიონთან" საუბარში დაადასტურა მრავალწლიანი წიფლნარის გაჩეხვის ფაქტი და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით შეეცდება, აღნიშნულ ადგილზე უკანონო მშენებლობა შეაჩეროს.