ვროკავშირმა უვიზო მიმოსვლა სამოასთან, ვანუატუსთან, სენტ-ლუსიასთან შემოიღო
ევროკავშირს უვიზო მიმოსვლა შემოაქვს შვიდ სახელმწიფოსთან- გვაუწყებს ევროკავშირის ოფიციალური საიტი.
შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე ხელმოწერილია.
ეს შვიდი ქვეყანაა: ვანუატუ, სენტ-ლუსია, დომინიკა, გრენადა, ტრინიდადი და ტობაგო, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, აგრეთვე სამოა.
"აღნიშნული ხელშეკრულებები სტიმულს მისცემენ საერთაშორისო კონტაქტების, ტურისტული ინდუსტრიის და ბიზნესის განვითარებას, ევროკავშირს და ამ ქვეყნებს შორის",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
უვიზო რეჟიმით სარგებლობა შესაძლებელია სამი თვის გმანძილზე, ყოველ 6 თვეში. ხელსეკრულების მოქმედება არ ვრცელდება ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთზე, რადგან ამ ქვეყნებს საკუთარი სავიზო კანონმდებლობა გააჩნიათ.
აღნიშნული ხელშეკრულება, ჯერ კიდევ ევროპარლამენტის რატიფიკაციას საჭიროებს, თუმცა უვიზო რეჟიმი ფაქტიურად მოქმედებას იწყებს უკვე 28 მაისიდან.
წყარო: geworld.ge