მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია "ukr.inform"-ს პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციაში წყარომ დაუდასტურა. სააკაშვილის გუბერნატორად წარდგენა 30 მაისს მოხდება. საქართველოს ექსპრეზიდენტის გუბრნატორად დანიშვნას, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, უკრაინის ეკოლოგიის მინისტრი იგორ შევჩენკოც ადასტურებს. სააკაშილი გუბერნატორობის პარალელურად პოროშენკოს მრჩევლის თანამდებობასაც შეინარჩუნებს.

„პირველირადიო“

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: