„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვს და უერთდება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც დღეს პრეზიდენტთან საერთო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
"ჩვენი დამოკიდებულება დეკლარირებულია საჯაროდ და ის ჰარმონიაშია სხვა ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალის პოზიციასთან. ჩვენი მიზანია გადასვლა იმ ტიპის ბალანსზე, რომელიც პროპორციულ და რეგიონალურ პროპორციულ სისტემას თანაბარს გახდის," - ამბობს გიგა ბოკერია.