უკანონო განაჩენებს სპეციალური კომისია განიხილავს
"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს უკანონო და უსამართლო განაჩენების, გამოუძიებელი ან არასათანადოდ გამოძიებული საქმეების სრულყოფილ განხილვას".
ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და სამართლის დოქტორმა მერაბ ტურავამ განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზების დადგენის კომისიის შექმნის პროექტი წარუდგინა.
აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ საჭიროა, რაც შეიძლება მალე შეიქმნას ეს კომისია, რადგან ათასობით პატიმარი თავისი საქმის ხელახალ განხილვას ელოდება, თუმცა, როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, კარგად უნდა იქნას გააზრებული ყველა პროცედურა და ყველა ნაბიჯი, ზუსტად განისზღვროს ამ კომისიის კომპეტენცია და დაკომპლექტდეს კვალიფიციური და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანებით.
საუბარია იმაზეც, რომ ეს კომისია დარჩეს, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო.
შეგახსებენთ, რომ ამ საკითხზე სასტუმრო "რედისონში" მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სისტემის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებეოდნენ.