შოთა ხიზანიშვილს ბრალი წაუყენეს, შსს მაღალჩინოსნებს "ორთვიანი გაუფორმეს"
თბილისის მერის მოადგილეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა.
შოთა ხიზანიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.
პირველი ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას, ხოლო - მეორე ბრალდება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 ნოემბერს დაკავებულ სოდ-ისა და კუდ-ის ათ ყოფილ მაღალჩინოსანს აღმკვეთ ღონისძიებად 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მათ შორის 55-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ კუდ-ის ყოფილ უფროსს, ლევან ქარდავას და თბილისის კუდ-ის ხელმძღვანელს, გიორგი ყავლაშვილს.
ლევან ქარდავას ბრალი თავისუფლების უკანონო აღკევეთაში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება, ხოლო გიორგი ყავლაშვილს სხვისი ნივთის დაზიანებაში, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში - სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 333-ე მუხლებით.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ადვოკატები გირაოს სანაცლოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.