ვინ შეცვლის ღარიბაშვილს-კანდიდატები რომლებიც უკვე დასახელდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემცვლელზე, პოლიტიკურ კულუარებში სულ უფრო აქტიურად საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის შემცვლელად ხელისუფლებაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურები განიხილება. ვრცლედება ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის შეცვლა საშემოდგომოდ იგეგმება.
ნოდარ ჯავახიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო , მანამდე კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილებაში არსებულ "ქართუ ბანკს" ხელმძღვანელობდა. კულვარებში საუბრობენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი სწორედ ჯავახიშვილზე შეაჩეროს, რადგან ის ექსპრემეირის ნდობით აღჭურვილი პირია.