რას უკავშირებს თამარ სანიკიძე ბავშვების ცუდად ყოფნას?

რას უკავშირებს თამარ სანიკიძე ბავშვების ცუდად ყოფნას?

139-ე სკოლის მოსაწავლეების ცუდად გახდომის ფაქტს განათლების მინისტრი გამოეხმაურა. თამარ სანიკიძემ მომხდარი შემაჯამებელი გამოცდის დროს ბავშვების ნერვიულობას და ემოციურობას დაუკავშირა. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

 

"აბსოლუტურად არაფერი არ სჭირთ ბავშვებს, ეს ალბათ უფრო უკავშირდება იმ შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარებას, რომლის დროსაც ბავშვებმა ინერვიულეს, ემოციურად იყვნენ განწყობილები და იყო ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ჰაერის უკმარისობა და უმნიშვნელოდ მუცლის ტკივილი, მაინც ყოველი შემთხვევისთვის გუშინ ყველა ფეხზე დავაყენეთ, შევამოწმეთ ბავშვები, წავიყვანეთ, მოვუარეთ, არაფერი საბედნიეროდ ბავშვებს არ სჭირთ,"-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: