ჯანდაცვის მინისტრი მოსწავლეების ცუდად გახდომაზე დასკვნას დღეს ელოდება
ჯანდაცვის მინისტრმა კომენტარი გააკეთა 139-ე სკოლის მოსწავლეების ცუდად გახდომის ფაქტზე. დავით სერგეენკომ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
"ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო მდგომარეობათა სამსახური ჩართული იყო, ჯერჯერობით სკოლის ტერიტორიაზე რაიმე მომწამვლელი სუბსტანციის არსებობა არ დადასტურდა. რაც შეეხება მიზეზს, რამაც ბავშვების ცუდად გახდომა გამოიწვია, დღის განმავლობაში უკვე დაზუსტებული მიზეზები გვექნება,"-განაცხადა დავით სერგეენკომ.