ნანა ჩაჩუა: მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ძალიან სახიფათოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის!

ნანა ჩაჩუა: მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ძალიან სახიფათოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის!

„ივერიონს“ ფიროსმანის ნახატის საქართველოში დაბრუნებაზე და მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ესაუბრება ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.


- ქალბატონო ნანა, არაერთგვაროვენი შეფასება მოჰყვა ფიროსმანის უნიკალური შედევრის “არსენალის მთა ღამით“ „კრისტის“ აუქციონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ შესყიდვასა  და საქართველოს ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთები მის ამგვარ გადაწყვეტილებას ყალბად და დიდი შეცდომების გადაფარვის მცდელობად მიიჩნევენ. თქვენ როგორ შეაფასებთ?


- მოგეხსენებათ,  არსებობენ შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ადამიანები.  ბიძინა ივანიშვილი შინაგანად მიტივირებუილი ფილანტროპია,  რომელიც მთელი სიცოცხლე ქველმოქმედებას  ეწეოდა -  მისთვის ეს არ არის  პირველი სიკეთე და, აქედან გამომდინარე,  მეცენატის შინაგანი მდომარეობა აქვს. გაიხსენეთ, სად გაიზარდა, სად გაატარა ბავშვობა, რამაც ასეთად ჩამოაყალიბა. ზოგადად, ესაა  სოფლის კვალი,  ქალაქური ცხოვრების  ანონიმურობისგან განსხვავებით. 

ის თავისი ფსიქიკით არ არის ნევროტიკი,  რაც მისი ცხოვრებითაც  დასტურდება და ადეკვატური ფსიქიკა აქვას.

უფრო საინტერესო ისაა, რომ საზოგადოების გარკვეული  ნაწილი ნეგატიურად აღიქვამს მის ქმედებას.  ასეთნი კი რაოდენობრივად მეტნი იქნებიან, რადგან ნევროტიკული ადამიანი გაცილებით მეტია. ისინი მუდმივად იმაზე ფიქრობენ,   რატომ მიშვრებიან  კარგსო. ასეა, ადამიანი  გიკეთებს კარგს და არსებობს შიზოიდური შიში ერთგულებისა. ეს არ არის შიზოფრენია, ესაა ტიპი ადამიანისა, როცა  სიკეთის მქმნელის მიმართ უჩნდება შიში, თუ რატომ უშვრება  კარგს!!!

-თქვენი აზრით, სად უნდა ინახებოდეს ეს ტილო -მირზაანის ფოროსმანისეულ სახლ-მუზეუმში თუ თბილისის ხელოვნების მუზუმში?

- ჩემი აზრით, იქ, სადაც მისთვის ხელსაყრელი გარემო იქნება, თუმცა ამის შესახებ კომპეტენტურ პირებს  უნდა ჰკითხონ. სამწუხაროდ, დღეს ჯაყოს უფრო ჰკითხავენ, რას ფიქრობს ცხოვრების საზრისზე, ვიდრე მიხეილ ჯავახიშვილს.

-საქართველოში დღის წესრიგში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი დადგა, რომელსაც საზოგადოებაში მომხრეები და მოწინააღმდეგეები თანაბრად გამოუჩნდნენ. თქვენი აზრით, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის კანონად აღიარებას?

-ქართველი თავისი  ეთნოფსიქიკური წყობით სიამოვნების  მოყვარულია. ზოგადად, ადამიანს ქმედებისკენ გარემო უბიძგებს - როცა საჭმელს ხედავს, ჭამა მაშინ უფრო უნდა. მარიხუანის საქართველოში დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია დაუშვებელია, რადგან ეს ძალიან სახიფათოა  ჩვენი ახალგაზრდობისთვის! 

უფრო მეტიც,  2  წლის ბავშვს  შეუძლია ტიტლიკანა გამოტანტალდეს,  მაგრამ 5 წლისას ვეუბნებით,  რომ ეს სირცხვილია. საზოგადოებამ  უნდა იცოდეს, რომ ის  ჩარჩოებშია მოქცეული და მისი ქცევა შეზღუდულია. რასაც მე ვამბობ,  მორალისტობა არ არის, რეალობაა, რომ ადამიანი,  თავისი საზოგადოებრივი  ცხოვრებიდან გამომდინარე, მუდმივად უდასტურებს  საკუთარ თავსა  და სამყაროს, რომ თავისი თავისგან თვისი თავის შექმნა სურს.

დაბოლოს: ნარკომომხმარებელი  ავადმყოფი  არ არის -  ეს ჩვეულებაა, რომელიც ფსიქიკაში იმპულსის სახით მოდის.

                                                ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: