რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა ქადაგიძის დაჭერა?

რატომ გადაიფიქრა ივანიშვილმა ქადაგიძის დაჭერა?

სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან გამართული დახურული შეხვედრის დეტალები ბიძინა ივანიშვილმა დღეს საჯაროდ, ჟურნალისტებთან გაიხსენა. ყოფილი პრემიერი ყვება, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაჭერის გეგმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მითითებით შეცვალა.

 

ნოდარ ხადური ამბობს, რომ გიორგი ქადაგიძის შესახებ საუბარი, სავარუდოდ ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შედგა.

 

ქადაგიძის დაკავების მოთხოვნას, ძალაში ტოვებს "ქართუ ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ყოფილი პრემიერის კერძო ბანკის გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს. 

 

შეკითხვები ქადაგიძის მისამართით აქვთ უმრავლესობის წევრებსაც. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ გიორგი ქადაგიძის დაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებით ყოფილმა პრემიერმა აღიარებითი ჩვენება მისცა.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკითხვა არ გამორიცხა მთავარი პროკურორის მოადგილემ. 

 

სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზე დღეს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: