ვაჟა ლილუაშვილს ბრალდება შეუცვალეს
კუდ-ის დირექტორის მოადგილეს, ვაჟა ლილუაშვილს, რომელიც 15 ნოემბერს დაკითხვის შემდეგ დააკავეს, ბრალდება შეეცვალა.
მას ბრალი ედებოდა ფარული ინფორმაციის გაცემაში, თუმცა ის მუხლი, რომლის საფუძველზეც იგი დააკავეს, ბრალდებიდან ამოღებულია.
დღესდღეობით, ვაჟა ლილუაშვილს ბრალი 158-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე და 333-ე მუხლებით წარედგინება.