რატომ ითხოვს ქუცნაშვილი ბადაშვილთან შეხვედრას?
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სახელმწიფო უწყებების ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გაწმენდა. ამის შესახებ განცხადება, ქუცნაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "swot-ანალიზი"-ში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში წამყვან თანამდებობაზე დანიშნეს, ყოფილი მოსამართლე, მაია ჯვარშეიშვილი,რომელმაც მისი მამა უკანონოდ ჩასვა ციხეში. ქუცნაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე ის მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს შეხვდება და განმარტებას მოითხოვს.
"ჩვენ ვერ გავწმინდეთ ხელისუფლება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან . ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მთავარ პროკურატურაში ძალიან მაღალ თანამდებობაზე დაუწინაურებით ქალბატონი მაია ჯვარშეიშვილი, ყოფილი მოსამართლე, რომელმაც გაასამართლა მამაჩემი და იმ ანგარიშფაქტურების გაყალბებისთვის მისცა პასუხისგებაში, რომელზეც მისი ხელმოწერაც კი არ ყოფილა,"-განაცხადა ქუცნაშვილმა.